გადაწყვეტილებები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, იხილეთ პროდუქტებისა და სერვისების მცირე ნაწილი, რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის შეგვიძლია

Zoho გადაწყვეტილებები

Zoho BI and Analytics რეპორტინგისთვის

Zoho კორპორაცია არის გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნეს პროცესებზე მორგებული პროგრამული გადაწყვეტილებების წარმოებას. ის მოიცავს ისეთ მოდულებს, როგორებიცაა: Zoho Sales, Zoho Marketing, Zoho HR, Zoho BI and Analytics და Zoho Projects.

ორგანიზაციისთვის, მონაცემების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და ოპერაციების დეტალური ინფორმაციის მისაღებად ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტია Zoho BI and Analytics, რომელიც მოიცავს შემდეგ მოდულებს:

Zoho Analytics – ბიზნეს ინტელექტისა და ანალიტიკის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ვიზუალურად დაათვალიერონ მონაცემები, დააგენერირონ რეპორტები და მიიღონ გადაწყვეტილებები მონაცემების საფუძველზე. ის ინტეგრირდება სხვადასხვა მონაცემთა წყაროსთან, სთავაზობს შესაძლებლობებს, როგორიცაა მონაცემთა შერწყმა, ანალიტიკა, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მომუშავე ინსაითები და წინასწარ ჩაშენებული დეშბორდები;

Zoho Embedded BI – ბიზნესს აძლევს საშუალებას დააინტეგრირონ დეშბორდები თავიანთ აპლიკაციებში. ასევე, შესაძლებლობა ექნებათ ჩაშენებული BI-ს მეშვეობით, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ სასურველი ანალიტიკა რეალურ დროში, უკეთესი  გამოცდილების შექმნისა და კონკურენტული უპირატესობის მიზნით;

Zoho DataPrep – ამზადებს მონაცემებს ანალიზისთვის. ის ამუშავებს მონაცემთა დედუპლიკაციას და მოიცავს წესებზე დაფუძნებულ მძლავრ სისტემას, ნედლი მონაცემების ანალიტიკისთვის.

მაღალი ხარისხის მონაცემები აუცილებელია ზუსტი ანალიზისთვის, მაგრამ მონაცემები ხშირად არეული და არათანმიმდევრულია. DataPrep დაზოგავს დროს და ამცირებს შეცდომებს მონაცემთა ტრანსფორმაციის ავტომატიზაციით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ფოკუსირება მოახდინონ პირდაპირ შედეგებზე. ეს აუმჯობესებს მონაცემთა სიზუსტეს და სანდოობას ანალიტიკის პროცესებში.

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.