გადაწყვეტილებები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, იხილეთ პროდუქტებისა და სერვისების მცირე ნაწილი, რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის შეგვიძლია

Zoho გადაწყვეტილებები

Zoho Projects Management პროექტების გუნდისთვის

Zoho კორპორაცია არის გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნეს პროცესებზე მორგებული პროგრამული გადაწყვეტილებების წარმოებას. ის მოიცავს ისეთ მოდულებს, როგორებიცაა: Zoho Sales, Zoho Marketing, Zoho HR, Zoho BI and Analytics და Zoho Projects.

ორგანიზაციისთვის სხვადასხვა პროექტების მართვის, მონიტორინგის, დავალებების ორგანიზებისა და დოკუმენტების გაზიარების მიზნით, ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტია Zoho Projects Management-ის მოდული, რომელიც მოიცავს შემდეგ პროდუქტებს:

Zoho Projects – ტრადიციული პროექტის მართვის ინსტრუმენტი, რომელიც შესაფერისია ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც მიჰყვებიან Waterfall ან ჰიბრიდულ მეთოდოლოგიას. ის იდეალურია მკაფიოდ განსაზღვრული სტრუქტურის, ვადების და ეტაპობრივი მიწოდების საჭიროების მქონე პროექტებისთვის. Zoho Projects გთავაზობთ ფუნქციებს, როგორიცაა დავალებების მენეჯმენტი, პროექტის დაგეგმვა, დროის თვალყურის დევნება, Gantt სქემები, დოკუმენტების გაზიარება და საკითხების მართვა. ის მარტივად ინტეგრირდება Zoho-ს სხვა აპებსა და მესამე მხარის ინსტრუმენტებთან, რაც გუნდებს პროექტის ყველა ეტაპის მართვის საშუალებას აძლევს ერთ ცენტრალიზებულ პლატფორმაზე.

Zoho Sprints – შექმნილია გუნდებისთვის, რომლებიც ახორციელებენ Agile პროექტის მენეჯმენტს, კონკრეტულად ფოკუსირებულია Scrum მეთოდოლოგიაზე. ის იდეალურია გუნდებისთვის, რომლებიც მუშაობენ მოკლე, განმეორებით ციკლებში (სპრინტები), სადაც ხშირი უკუკავშირი და კორექტირება აუცილებელია.

Zoho BugTracker – Zoho Project Management-ის დამატებითი მოდული, რომელიც განკუთვნილია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგის პროცესში ბაგების მართვისა და თვალყურის დევნისთვის. BugTracker აუცილებელია ნებისმიერი დეველოპერული გუნდისთვის, რომელსაც სჭირდება ორგანიზებული და გამარტივებული მიდგომა პროგრამული ბაგების მართვისთვის. Ბაგების მექანიკური თვალყურის დევნა ან სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება იწვევს კომუნიკაციის დარღვევას, შეფერხებებს და ხარისხის შემცირებას. მისი საშუალებით, გუნდებს შეუძლიათ სისტემურად აკონტროლონ ბაგები, უზრუნველყონ პასუხისმგებლობა და ეფექტურად ითანამშრომლონ, რაც აუმჯობესებს პროგრამის ხარისხს და ამცირებს ბაზარზე გასვლის დროს.

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.