გადაწყვეტილებები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, იხილეთ პროდუქტებისა და სერვისების მცირე ნაწილი, რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის შეგვიძლია

Zoho გადაწყვეტილებები

Zoho Sales გაყიდვების გუნდისთვის

Zoho კორპორაცია არის გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნეს პროცესებზე მორგებული პროგრამული გადაწყვეტილებების წარმოებას. ის მოიცავს ისეთ მოდულებს, როგორებიცაა: Zoho Sales, Zoho Marketing, Zoho People, Zoho Analytics და Zoho Projects.

ორგანიზაციისთვის, კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად, მომხმარებელთა კმაყოფილების გასაზრდელად და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის, ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტია Zoho Sales, რომელიც მოიცავს შემდეგ მოდულებს:

CRM – მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტის მოდული, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ბიზნესს მართონ თავიანთი გაყიდვების ფაიფლაინი, თვალყური ადევნონ მომხმარებელთა ურთიერთქმედებებს და გააკეთონ გაყიდვების პროცესების ავტომატიზაცია. Zoho CRM არის კონფიგურირებადი და შეიძლება მორგებული იყოს სხვადასხვა ინდუსტრიის ბიზნესის სპეციფიკურ საჭიროებებზე.

Zoho Bigin – Zoho CRM-ის უფრო გამარტივებული ვერსია, მორგებული მცირე ბიზნესისთვის ან სტარტაპისთვის. ის ფოკუსირებულია ფაიფლაინის მენეჯმენტზე, მოლაპარაკებების წარმოების მონიტორინგსა და კლიენტებთან კომუნიკაციაზე.

Zoho Forms – გამოიყენება ონლაინ ფორმების შესაქმნელად, ის აგროვებს მონაცემებს, რომლებიც შეიძლება ინტეგრირებული იყოს Zoho-ს სხვადასხვა და მესამე მხარის აპლიკაციებში. Zoho-ს Low-Code-ის საშუალებით ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა მარტივად ააწყონ ნებისმიერი სახის შაბლონები და გამოიყენონ სხვადასხვა ბიზნეს პროცესებისთვის. დოკუმენტის შაბლონები უმნიშვნელოვანესია მომხმარებელთა გამოხმაურების, ლიდის წარმოქმნის, ღონისძიების რეგისტრაციის, გამოკითხვებისა და სხვათა შესაგროვებლად. შაბლონების დამუშავების ავტომატიზაცია ზოგავს დროს და აუმჯობესებს მონაცემთა სიზუსტეს.

SalesIQ – ის ეხმარება ბიზნესს გააუმჯობესონ მომხმარებელთა ჩართულობა, უზრუნველყონ მყისიერი მხარდაჭერა და გარდაქმნან ვებსაიტის ვიზიტორები ლიდებად, რაც ზრდის მომხმარებლის კმაყოფილებას და ზრდის გაყიდვების დაგენერირებას.

Zoho Bookings – ონლაინ შეხვედრების დაგეგმვის მოდული, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესს, მართონ შეხვედრები, დააინტეგრირონ კალენდარი და გაგზავნონ შეხსენებები მომხმარებლებთან.

Zoho Sign – ციფრული ხელმოწერის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ხელი მოაწერონ დოკუმენტებს ელექტრონულად, თვალყური ადევნონ დოკუმენტის სტატუსს და ავტომატიზირება გაუკეთონ ხელმოწერის პროცესს.

RouteIQ – მარშრუტების ოპტიმიზაციის პროგრამული უზრუნველყოფა – გაყიდვებისა და სერვისების გუნდებისთვის, რომელთაც სჭირდებათ მრავალი მომხმარებლის ან ლოკაციების მონახულება. ის უზრუნველყოფს ოპტიმიზებულ მარშრუტებს, ამცირებს მგზავრობის დროს და აუმჯობესებს პროდუქტიულობას.

Zoho Thrive – ეხმარება ბიზნესს თვალი ადევნონ თანამშრომელთა მუშაობის პროგრესს და გააუმჯობესონ მათი პროდუქტიულობა.

Zoho Voice – უზრუნველყოფს სატელეფონო სერვისებს ქლაუდში, რომლებიც თავის მხრივ საშუალებას აძლევს ბიზნესს განახორციელონ და მიიღონ ზარები, ჩაიწერონ საუბრები, მართონ კონტაქტები და გააერთიანონ სატელეფონო სერვისები CRM-თან და სხვა სისტემებთან.

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.