Analytics Plus-ისა და ServiceDesk Plus-ის On-premise ვერსიის შემდეგ, ახლა უკვე SDP-ის ღრუბლოვან ვერსიასაც აქვს ქართული ენის მხარდაჭერა.
იხილეთ ენის შეცვლის ინსტრუქცია:
Analytics Plus-ისა და ServiceDesk Plus-ის On-premise ვერსიის შემდეგ, ახლა უკვე SDP-ის ღრუბლოვან ვერსიასაც აქვს ქართული ენის მხარდაჭერა.
იხილეთ ენის შეცვლის ინსტრუქცია:
სინტაქს აკადემიაში, ITIL V4 Foundation ტრენინგი წარმატებით დასრულდა.
ორკვირიანი, ინტენსიური კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ITIL 4 OVERVIEW; THE ITIL FRAMEWORK; THE ITIL GUIDING PRINCIPLES; THE ITIL SERVICE VALUE SYSTEM; KEY ITIL PRACTICES; OTHER ITIL PRACTICES და სხვა.
ტრენინგს უძღვებოდნენ: ზაზა ჯაველიძე – ITIL & ITSM ბიზნესკონსულტანტი და გიორგი ბერიძე – ITIL სერტიფიცირებული ტრენერი.
გუნდის სახელით, გვინდა წარმატება ვუსურვოთ თითოეულ მონაწილეს!
სინტაქს აკადემიაში, Power BI-ის ტრენინგი კომპანია “საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა” (GDL)-ის გუნდებისთვის წარმატებით დასრულდა.
ტრენინგი, სინტაქს აკადემიის, კაიზენ ინსტიტუტისა და FMG-ის კოლაბორაციით ჩატარდა.
ორკვირიანი, ინტენსიური კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ლობალური ტრენდი – ციფრული ტრანსფორმაცია; BI და მსოფლიო ბაზარი; სატესტო Power BI ბაზის მომზადება; მონაცემთა ბაზის მუშაობის პრინციპები; DAX – Power BI-ის პროგრამირების ენა; პირველი ფორმულების შედგენა DAX-ში; ფორმულების ინტეგრირება Power BI-ის ვიზუალებში; პროგრამირება DAX-ში და მონაცემთა დამუშავება და სხვა.
ტრენინგს უძღვებოდა Kaizen Institute Georgia-სა და AOTS საქართველოს თანადამფუძნებელი, TEMOS International-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, გიორგი ჯოხაძე, რომელსაც ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით, მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
გუნდის სახელით, გვინდა წარმატება ვუსურვოთ თითოეულ მონაწილეს! ✊
23-24 ოქტომბერს, კომპანია სინტაქსის თანამშრომლებისთვის, ჩატარდა ტრენინგი თემაზე – ,,ადამიანი მესა და პროფესიაში”.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა, თითოეული თანამშრომლის საერთო კეთილდღეობისა და კმაყოფილების ზრდა.
კამპანიის ფარგლებში, ჩატარდა სხვადასხვა ტიპის აქტივობა, რაც თავის თავში მოიცავდა ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ვორქლაიფ ბალანსს და პიროვნულ ზრდას.
სინტაქსის გუნდის სახელით, მადლობას ვუხდით ანინა ლელაძეს, ტრენინგის საინტერესოდ ჩატარებისა და წარმართვისთვის.
ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა
ოქტომბრის თვე მთელს მსოფლიოში აღინიშნება როგორც კიბერუსაფრთხოების თვე და კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი თემების ირგვლივ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება.
კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს კომპიუტერული სისტემების, ქსელების, მოწყობილობების და მონაცემების – ქურდობისგან, დაზიანებისგან, არაავტორიზებული წვდომების ან და სხვა არაავტორიზებული გამოყენების ფორმებისგან დაცვას.
ის მოიცავს ტექნოლოგიების, პროცესებისა და პრაქტიკების ფართო სპექტრს, რომლებიც შექმნილია ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტივების, ციფრული ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დასაცავად.
ქვემოთ ჩამოთვლილია რჩევები, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, იმისათვის, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია და მონაცემები სრულად იყოს დაცული კიბერშეტევებისგან:
უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ კიბერშეტევებზე/კიბერუსაფრთხოებაზე უახლეს ინფორმაციებს.
4 ივლისს, კომპანია სინტაქსსა და BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მემორანდუმი, კომპანიების მხრიდან, “კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” პროექტის ფარგლებში ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ასამაღლებელ კამპანიაში მონაწილეობას, ბენეფიციარებისთვის შეთავაზებული პროგრამების განახლების პროცესში დარგის ექსპერტების გამოყოფას, გადამზადებული ბენეფიციარების შეფასების და მენტორშიფის პროცესში მონაწილეობას, საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარების დამატებით გადამზადებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
20 ივნისს, ჩვენმა კომპანიამ წარმატებით უმასპინძლა ვორქშოპს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც არსებულმა პარტნიორებმა, ასევე ManageEngine-ს პროდუქტებით დაინტერესებულმა პირებმა.
ვორქშოპს უძღვებოდა ServiceDesk-ზე პასუხისმგებელი მომხმარებელთა წარმატების მენეჯერი – სანტოშ მეჰიბან (Santhosh Mahiban).
აქტივობის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები:
ჩვენი გუნდის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ვორქშოპში მონაწილე თითოეულ მსმენელს!
30 მაისს, კომპანიებს – სინტაქს აკადემიასა და BDO Academy • ბიდიო აკადემიას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მემორანდუმი, კომპანიების მხრიდან, ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე საგანმანათლებლო ხასიათის ვიდეოსერიების შექმნას ისახავს მიზნად.